მიხეილ ჩხენკელი - ახალგაზრდებმა უნდა იგრძნონ, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს
უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მინდა გითხრათ, რომ მთელ ჩემს ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას მოვახმარ ამ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ჰქვია განათლებისა და მეცნიერების ხარისხის განვითარება საქართველოში, – ამის შესახებ განათლების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაზე ისაუბრეს, სადაც განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია.
„გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან და კონკრეტულად ვისაუბრეთ საკითხზე, რომ მთავრობის 4-პუნქტიან გეგმაში განათლებასა და განათლებაზე ზრუნვას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი პოზიცია. მთავარი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ პრემიერ-მინისტრთან არის ის, რომ თითოეულმა ახალგაზრდამ უნდა იგრძნოს, რომ სახელმწიფო მათზე ზრუნავს. გვყავს ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები, კარგი თაობა მოდის და მათ სჭირდებათ ხელშეწყობა. ყველა იმ პირობის შექმნა, რომ პოტენციალი, რომელიც მათ გააჩნიათ, მოხდეს ამ პოტენციალის რეალიზაცია“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი