მიხეილ ჩხენკელი - აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იმედისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საზოგადოებას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას გილოცავთ ყველას, ვინც ამ უდიდეს დღესასწაულს დღეს ზეიმობთ. სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის აღდგომას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – ეს დღესასწაული იმედის, სიკვდილზე გამარჯვებისა და მარადიული სიცოცხლის რწმენის სიმბოლოა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, მშვიდობასა და უკეთეს ხვალინდელ დღეს გისურვებთ! მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ყველა გამოწვევას აუცილებლად დავძლევთ და შევძლებთ დასახული მიზნების მიღწევას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!“,- აღნიშნულია მინისტრის მილოცვაში, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.