მიხეილ ბატიაშვილი - თბილისის 61-ე სკოლის ინციდენტზე რეაგირება მოხდა სწრაფად
თბილისის 61-ე სკოლის ინციდენტზე რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს, ეს აღარ გამეორდება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლაში მოსწავლეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საკითხზე კომენტარისას განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, მოზარდებს შორის ინციდენტი აღმოფხვრილია.
„თბილისის 61-ე სკოლაში ინციდენტი, როგორც ვიცი, აღმოფხვირილია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მანდატურმა გააგრძელოს მუშაობა, ჩაერთვება ფსიქოლოგიური სამსახური, რომელიც მშობლებთან გააგრძელებს მუშაობას.
რაც მთავარია, რეაგირება მოხდა სწრაფად და იმედი გვაქვს, რომ ეს ინციდენტი სწრაფად დასრულდება და აღარ გამეორდება”,-განაცხადა ბატიაშვილმა.
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოზარდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დღეს დილით მოხდა.