თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა
თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც პირველმა არხმა გაარკვია, ინციდენტი სასწავლო პროცესის დროს, გაკვეთილზე, ორ მე-11 კლასელს შორის მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მანდატურმა პოლიციას აცნობა. შესაბამისად, ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური. თუმცა, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მოსწავლეებს სერიოზული დაზიანებები არ აქვთ.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი დეტალებს ადგილზე არკვევს.

სკოლასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.