მიხეილ ბატიაშვილი - მუცოს რეაბილიტაციის პროექტისთვის ევროპის მემკვიდრეობის მთავარი პრიზის მიღება უმნიშვნელოვანესი აღიარებაა
მიხეილ ბატიაშვილი - მუცოს რეაბილიტაციის პროექტისთვის ევროპის მემკვიდრეობის მთავარი პრიზის მიღება უმნიშვნელოვანესი აღიარებაა

მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, საქართველოს მასშტაბით იყო ერთ-ერთი მასშტაბური და ურთულესი, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი ჩვენმა სპეციალისტებმა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მუცოს რეაბილიტაციის პროექტის აღიარება სამომავლოდ უდიდესი სტიმულია.

„მინდა ყველას მივულოცო მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. ქართულმა პროექტმა პარიზში ევროპის მემკვიდრეობის მთავარი პრიზი მიიღო. ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი აღიარებაა. მოგეხსენებათ, მუცოს რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც 2014 წელს დაიწყო, საქართველოს მასშტაბით იყო ერთ-ერთი მასშტაბური და ურთულესი პროექტი, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი ჩვენმა სპეციალისტებმა.

ეს არის მართლაც საუკეთესო ნიმუში. მოგეხსენებათ, რეაბილიტაცია ხდებოდა როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ფონდ „ქართუს“. ეს არის პირველი დიდი აღიარება, რაც იმას მიანიშნებს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არა მარტო ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი. მან საერთაშოროსო მასშტაბითაც მთავარი პრიზი მიიღო. რეაბილიტაციის პროექტები გაგრძელდება ასეთივე მნიშვნელობით. ეს ყველა დარგის სპეციალისტების უდიდესი აღიარება და უდიდესი სტიმულია შემდგომისთვისაც, რომ რაც შეიძლება ბევრი ასეთი წარმატებული პროექტი განვახორციელოთ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.