მიხეილ ბატიაშვილი - ერთია დროებითი კომისიის დასკვნა და მეორე გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს, რეაგირებას საერთო დასკვნიდან გამომდინარე მოვახდენთ
თბილისში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმესთან მიმართებაში განათლების სამინისტროს რეაგირება მომხდარის სრულის სურათის შესაბამისად განისაზღვრება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრების დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც მანდატურის სამსახურის არაეფექტიან მუშაობას ეხებოდა.
„ერთია კომისიის დასკვნა, მეორე გამოძიება, რომელიც უნდა დასრულდეს. ჩვენი მხრიდან რეაგირება მოხდება მას შემდეგ, რაც მთლიანი სურათი იქნება წარმოდგენილი. ამიტომ, აუცილებელია დაველოდოთ პროცესის ბოლომდე მიყვანას და მას შემდეგ ვისაუბროთ, რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება სამინისტროს მხრიდან“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტროს რეაგირება საერთო დასკვნიდან გამომდინარე განისაზღვრება.