მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს
მიხაილ პოდოლიაკი - უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს

უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, – წერს პოდოლიაკი.

​მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებები კანონით აკრძალა.