მიხაილ პოდოლიაკი – უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს
უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე, ჩვენ დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებებზე ჩვენი პოზიცია ცნობილი და ღიაა: რუსეთს გაჰყავს ძალები უკრაინიდან, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი. მზად არის პუტინი? აშკარაა, რომ არა. შესაბამისად, ჩვენ კონსტრუქციულები ვართ ჩვენს შეფასებაში. დაველაპარაკებით რუსეთის მომავალ ლიდერს“, – წერს პოდოლიაკი.
მანამდე, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა, რომ რუსეთი ღიაა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობას ვერ ხედავს, რადგან უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მოლაპარაკებები კანონით აკრძალა.
Important: Ukraine has never refused to negotiate. Our negotiating position is known and open.
1. First, RF withdraws troops from 🇺🇦
2.After everything elseIs Putin ready? Obviously not. Therefore, we are constructive in our assessment: we will talk with the next leader of RF.
— Михайло Подоляк (@Podolyak_M) November 7, 2022