მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმება
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინისა და ჩინეთის პრეზიდენტების საუბარი იგეგმება, თუმცა პროცესის გაჭიანურება ჩინეთის პოზიციის გამო მოხდა.
„საუბარი გეგმაშია. ორგანიზებაში ჩართულია პრეზიდენტის ოფისი, საგარეო საქმეთა სამინისტრო – ერმაკი და კულება. პრეზიდენტ ზელენსკის გარდა, დღეს ომის არასწორი დასრულების შედეგების ახსნა პრაქტიკულად არავის შეუძლია, რადგან პრეზიდენტი ძალიან მკაფიო აქცენტებს ამახვილებს როგორც ჩვენს მოკავშირეებთან, ასევე, მათ შორის, ნეიტრალური ქვეყნების ლიდერებთან“, – აცხადებს პოდოლიაკი.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ორი ლიდერის მოლაპარაკების პროცესში გარკვეული პრობლემები არსებობს, რომლებიც უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო საკითხების დარეგულირებაში ჩინეთის მონაწილეობის დონეზე მკაფიო პოზიციის არარსებობას უკავშირდება.
„ეს საკმაოდ რთულია. საქმე ისაა, რომ ჩინეთმა ჯერ ვერ იპოვა თავისი ახალი პოლიტიკური ადგილი. ანუ, სურს თუ არა საკუთარ თავზე რუსეთსა და უკრაინას შორის დარეგულირების საკითხის აღება, თუ მაინც ფრთხილად გვერდით იდგება. როგორც მესმის, ჩინეთმა საკუთარ თავში ეს ჯერ ვერ გაარკვია“, – აცხადებს პოდოლიაკი.