თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.
მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
დაჭრის ფაქტი პირველ არხს დაუდასტურეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.