მეზღვაური ოთარ ვარდიძე 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა
საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ქართველი მეზღვაური ოთარ ვარდიძე 40-დღიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ოთარ ვარდიძეს ბათუმის აეროპორტში ნათესავები, მეგობრები და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. მეზღვაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
„ორმოცი დღე იყო ტყეში, ჯუნგლებში. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – კომპანიას, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობას. ყოველდღე მქონდა ინფორმაცია, რომ კარგად იყო. თანხაზე იყო ალბათ საუბარი. რამდენი, არ ვიცი. ელექტრომექანიკოსი იყო“, – განაცხადა მეზღაურის დამ, მარიამ ვარდიძემ.
2019 წლის 4 ნოემბერს საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს მეკობრეები დაესხნენ თავს. შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ეკიპაჟის 24 წევრიდან ოთხი გაიტაცეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე ოთარ ვარდიძე იყო. გამტაცებლები გემთმფლობელი კომპანიისგან გამოსასყიდ თანხას ითხოვდნენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართული და ბერძნული მხარე ერთობლივად მუშაობდა ტყვეობაში მყოფი მეზღვაურის გამოსახსნელად.