ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა, დაკარგულია რამდენიმე მეზღვაური
ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა, დაკარგულია რამდენიმე მეზღვაური

ჩრდილოეთის ზღვაში, გერმანიის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. დაკარგულია რამდენიმე მეზღვაური. გერმანიის საზღვაო საგანგებო სიტუაციების ცენტრალური მეთაურობის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, დილით კუნძულ ჰელიგოლანდიდან 22 კილომეტრში მოხდა.

არსებული ცნობებით, ერთ-ერთი ხომალდი შეჯახების შედეგად ჩაიძირა. გემი ბრიტანეთის დროშიც ქვეშ გერმანიიდან ინგლისში მიცურავდა.

ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს რამდენიმე ხომალდის და ერთი ვერტმფრენის ჩართულობით.