მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი უკრაინის და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს
თურქეთი უკრაინის და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს,- ეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებაა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ჩვენ არავის მხარეს ვართ. ჩვენი პოზიცია დაფუძნებულია ღია და კონსტრუქციულ მიდგომაზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
ზელენსკისთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა ყირიმის არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება.