მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ენდობა რუსეთს, მაგრამ არა ტერორისტებს
მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთი ენდობა რუსეთს, მაგრამ არა ტერორისტებს

რუსეთი აცხადებს, რომ ქურთმა მებრძოლებმა სირია-თურქეთის საზღვრის 30-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა დატოვეს, – ეს განცხადება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან ერთად ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ამასთან ერთად, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა ენდობა რუსეთს, მაგრამ არა ტერორისტებს, ამიტომ თუ 150-საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ საზღვრისპირა ტერიტორიებზე ქურთული სამხედრო შენაერთების მებრძოლები მაინც დარჩებიან, მათ თურქეთი გაანადგურებს.

ჟენევაში ასევე იმყოფებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც. ირანელი, თურქი და რუსი დიპლომატები სირიის საკონსტიტუციო კომიტეტის პირველ სხდომის გახსნას დაესწრნენ, სადაც სირიის მომავალი განიხილება.

ამ შეხვედრამდე საერთაშორისო მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ თურქეთ-სირიის საზღვარზე მყოფ რუს სამხედროებს თურქმა ჯარისკაცებმა გაუხსნეს ცეცხლი. მოსკოვში ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს.