მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს
მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს

თურქეთი სირიასთან დამატებით ორი სასაზღვრო გასასვლელის გახსნას გეგმავს, რომ სტიქიით დაზარალებულ მეზობელ ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა შესაძლებელი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად მოქმედ სასაზღვრო პუნქტებამდე მისასვლელი გზა მიწისძვრის შედეგად არის დაზიანებული, რის გამოც სირიაში დახმარების ჩატანას სირთულეს ექმნება.

ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთში 9 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიაში დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აღწევს.