თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შატილში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ჩავუშოღლუ დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ნათესავებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებ“, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა.
სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.