მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის
მევლუთ ჩავუშოღლუ ილია დარჩიაშვილს თურქეთში, მაღაროში ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს თურქეთის ბართინის პროვინიციაში, ქვანახშირის მაღაროში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის.

ამის შესახებ თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საკუთარ „ტვიტერის” გვერდზე დაწერა, სადაც კოლეგის მიერ გამოხატულ სამძიმარს გამოეხმაურა.

„ძვირფასო ილია, მადლობა თანაგრძნობისა და მწუხარების გაზიარებისთვის”, – წერს მევლუთ ჩავუშოღლუ.

მანამდე, თურქეთის მაღაროში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

„ძალიან დამწუხრებული ვარ  თურქეთის ბართინის პროვინციაში ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ფატალური შემთხვევის გამო. ჩემი ფიქრებით ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გვერდით ვდგავარ. თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს ილია დარჩიაშვილი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.