ილია დარჩიაშვილი – დამწუხრებული ვარ თურქეთში, მაღაროში ფატალური შემთხვევის გამო, თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი თურქეთში, ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში მომხდარ ტრაგედიას, „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთის ბართინის პროვინციაში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი ფატალური შემთხვევის გამო. ჩემი ფიქრებით ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა გვერდით ვდგავარ. თურქეთის მთავრობასა და თურქ ხალხს ამ მძიმე პერიოდის გადალახვაში გამძლეობას ვუსურვებ“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
ბართინის პროვინციაში მდებარე მაღაროში აფეთქება 14 ოქტომბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.
Deeply saddened to learn of the deadly mine blast in #Türkiye’s #Bartin province. My thoughts are with those who have lost loved ones, and all those affected by this tragedy. Wish the government and people of 🇹🇷the strength to get through these difficult times. @MevlutCavusoglu
— Ilia Darchiashvili (@iliadarch) October 15, 2022