მევლუთ ჩავუშოღლუ - ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით სხვადასხვა დერეფანთან და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, მაგრამ ზანგეზურის დერეფანიც ყველას სარგებელს მოუტანს
ჩვენ უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები სხვადასხვა დერეფანთან და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებით, მაგრამ ზანგეზურის დერეფანიც ყველას სარგებელს მოუტანს, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ასეთი პროექტები რეგიონში ყველაზე მეტად სომხეთს სჭირდება.
მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, საფრანგეთი გავლენას ახდენს სომხეთზე, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროს.
„მათ, ვინც სომხეთის მხარდაჭერას სხვა გზით ცდილობენ, უნდა ახსოვდეთ, რომ აზერბაიჯანი მარტო არ არის. აზერბაიჯანი ძალისხმევას მიმართავს რეგიონში მშვიდობისთვის. ჩვენ არ გვჯერა სომხეთის მხარდამჭერი ქვეყნების განცხადებების, რომ ისინი აზერბაიჯანს არ უმიზნებენ“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.