მევენახე - ღვინოზე ლექსები იწერება, გვარამიამ როგორ შეიძლება თქვას, ჩაგიფსითო, ქრისტე შეგვიგინა, პატრიარქს შეეხო, ახლა მთელ კახეთს გვეხება, გაგვანებოს თავი, ეს ასე არ დამთავრდება
მევენახეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შეკრებილებმა ნიკა გვარამიას განცხადება გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში ღვინისა და მინერალური წყლების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.
„ღვინოზე ლექსები იწერება, გვარამიამ როგორ შეიძლება თქვას, ჩაგიფსითო, ქრისტე შეგვიგინა, პატრიარქს შეეხო, ახლა მთელ კახეთს გვეხება, გაგვანებოს თავი, ეს ასე არ დამთავრდება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს მევენახეებმა.
ისინი „რუსთავი 2“-ის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის გამართვას გეგმავენ.