მევენახე – ღვინოზე ლექსები იწერება, გვარამიამ როგორ შეიძლება თქვას, ჩაგიფსითო, ქრისტე შეგვიგინა, პატრიარქს შეეხო, ახლა მთელ კახეთს გვეხება, გაგვანებოს თავი, ეს ასე არ დამთავრდება

18:29, 12.07.2019

მევენახეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. შეკრებილებმა ნიკა გვარამიას განცხადება გააპროტესტეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში ღვინისა და მინერალური წყლების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე.

„ღვინოზე ლექსები იწერება, გვარამიამ როგორ შეიძლება თქვას, ჩაგიფსითო, ქრისტე შეგვიგინა, პატრიარქს შეეხო, ახლა მთელ კახეთს გვეხება, გაგვანებოს თავი, ეს ასე არ დამთავრდება“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს მევენახეებმა.

ისინი „რუსთავი 2“-ის შენობისკენ მიემართებიან, სადაც აქციის გამართვას გეგმავენ.

მსგავსი