მეუფე შიო - ვემიჯნებით ძალადობას, რაიმე მოწოდებები თუ იყო სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება მოხდება
ვემიჯნებით ძალადობას, რაიმე მოწოდებები თუ იყო სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება მოხდება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) განაცხადა.
„ჩვენ ყველას მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. რა თქმა უნდა, ვემიჯნებით ძალადობას, სამწუხარო ფაქტები მოხდა. თუ იყო რაიმე მოწოდებები სასულიერო პირების მხრიდან, ამაზე რეაგირება აუცილებლად მოხდება“,- განაცხადა მეუფე შიომ.
მედიის წარმომადგენლები. შსს-მ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივ ქმედებებსა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.
ამასთან, მოგვიანებით „თბილისი პრაიდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ღირსების მარში დღეს აღარ ჩატარდება.