მეუფე შიო - საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს
მეუფე შიო - საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო საკუთარ პოზიციას ტომოსის ტექსტის გაცნობის შემდეგ დააფიქსირებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სინოდმა გამოთქვა თავისი პოზიცია. გავეცნობით ტომოსის ტექსტს და შემდეგ იქნება განცხადება. ჯერ ვერ მოგახსენებთ, როდის იქნება ამ საკითხის განხილვა“,- განაცხადა მეუფე შიომ.

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი გადასცა. ცერემონია სტამბოლში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.