მეუფე შიო - დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება
პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, დღევანდელ მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.
ამის შესახებ მეუფემ შიომ ქაშუეთის ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა.
“მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა. ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სიწმინდის დაცვას”, – განაცხადა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, ოჯახი არის ერის ამაღლების, გაძლიერების და სულის გადარჩენის.