მეუფე პეტრე - პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა
მეუფე პეტრე - პატრიარქმა მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავის მოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელების თემა განმარტა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მეუფე შიოს თემა განიმარტა პატრიარქის მიერ. როგორც იყო მოსალოდნელი, მეუფე შიო დასახელებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ. ასეთი განმარტება საჭირო გახდა, რადგან ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებიდან გამომდინარე  შეკითხვები არსებობდა, რაც განმარტებულ იქნა“, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

ამასთან, კითხვაზე  – ლეგიტიმურია თუ არა მეუფე შიოს მოსაყდრეობა, მან უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა, კი“.

როგორც მეუფე პეტრემ სხდომის დაწყებამდე საპატრიარქოში შესვლისას ჟურნალისტებს განუცხადა, ელოდება, რომ სინოდის შეკრებაზე პატრიარქი მეუფე შიოზე განმარტებას გააკეთებს.