ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
მეტროსადგურ „წერეთელის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო, სადგური მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბურთალოს ხაზზე სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე.
„სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს. სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.