მეტროსადგურ „ვარკეთილში“ დაკვამლიანების გამო მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ხანძარი არ ყოფილა, დაკვამლიანება მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დაკვამლიანების შესახებ ინფორმაცია 17:00 საათზე მიიღეს. მათივე ცნობით, დაკვამლიანება ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.
ადგილზე გასულია ტექნიკური ჯგუფი. მეტროსადგური „ვარკეთილი“ მგზავრებს ამ დრომდე არ ემსახურება. მატარებლები მეტრო „სამგორამდე“ მოძრაობენ.