მეტროსადგურ „ისანში“ ტექნიკური შეფერხება იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს „თბილისის მეტროპოლიტენში“ განუცხადეს, ისანში მატარებელს შეექმნა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც, მემანქანის თხოვნით, მატარებლის შემადგენლობა დაცალეს მგზავრებისგან.
„მატარებელი გადაიყვანეს ჩიხში, ადგილზე კი მივლენ მემანქანე-ინსტრუქტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ მატარებლის ტექნიკურად გამართვას. თავად მეტროსადგური არ ჩაკეტილა, შეფერხებამ დროებით გამოიწვია მგზავრთა ნაკადის ზრდა“, – განაცხადეს თბილისის მეტროპოლიტენში.