თბილისის მეტროს პირველი ხაზი ამ დროისთვის მთლიანად გაჩერებულია და მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი შემადგენლობის დაზიანებაა.
სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავენ, რომ ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა და ხარვეზის გამოსწორებას ცდილობს.
მეტროს პირველი ხაზის მუშაობის განახლების სავარაუდო დრო ამ ეტაპზე ვერ კონკრეტდება.