თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზი არ მუშაობს.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან აცნობეს, შეფერხების მიზეზი მეტროსადგურ „გოცირიძის“ ღია მონაკვეთზე ელექტროსადენის დაზიანება გახდა.
კომპანიის ინფორმაციით, სადგურებიდან მგზავრები გაიყვანეს და სადენის შესაკეთებლად გასულია ტექნიკური ჯგუფი. მათი ინფორმაციით, 10-15 წუთში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგება, კერძოდ, სადგურის მოედანი-ვარკეთილისა და ვარკეთილი-სადგურის მოედნის მიმართულებით.
რაც შეეხება დანარჩენ უბნებს, კომპანიაში ვერ აკონკრეტებენ, როდის აღდგება მოძრაობა.