მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა
მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა

თურქეთში რეკორდული ტემპერატურა, თითქმის 50 გრადუსი დაფიქსირდა, – ამის შესახებ ქვეყნის ეკოლოგიისა და ურბანული განვითარების მინისტრმა, მეჰმედ ოჟასეკიმ განაცხადა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, თურქეთის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა ესქიშეჰირის პროვინციაში, ქალაქ სარიჯაკაიაში დაფიქსირდა.

„თურქეთში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა, 49,5 გრადუსი დაფიქსირდა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის მოვუწოდებ ყველას, ყურადღებით იყვნენ ჩვენი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ დასახული მწვანე განვითარების მიზნების შესაბამისად“, – წერს ოჟასეკი.

წინა რეკორდი დაფიქსირდა 2021 წლის 20 ივლისს, როდესაც ტემპერატურა ქალაქ სიზრეში 49,1 გრადუსამდე გაიზარდა.