თბილისში, მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ტაძრის წინ ავტომობილი ამოყირავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ბორდიურზე ავარდა, ჯებირი გაარღვია და ამოტრიალდა.
როგორც პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შსს-მ მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოახდინა.