მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან
მეტეხის ხიდთან უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გადმოვარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებული მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფორმაციით, დაშავებული ქალის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე და 116-ე მუხლებით მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.