მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
მედიკოსების თქმით, მას ჭრილობა მარცხენა ბეჭის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდო დამნაშავის დასაკავებლად.