მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შესაბამისი ცოცხალი ძალა და ვერტმფრენი.

როგორც საქართველოს პირველ არხს მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტოლ ჟორჟოლიანმა განუცხადა, ცეცხლი გუშინ გაჩნდა.

„წვიმა იყო და ჭექა-ქუხილის შემდგომ მეხი დაეცა ტყეში და იქიდან გაჩნდა რამდენიმე ადგილას კერები. ახლა მუშაობს ცოცხალი ძალა. დაახლოებით ერთი ჰექტარზეა ცეცხლი. ვერტმფრენი თავიდანვე ჩაერთო სამუშაოებში, მაგრამ ახლა ქარია და გაჩერებულია, ველოდებით ქარის ჩადგომას, რომ გააგრძელოს ვერტმფრენმა წყლის დასხმა. ცეცხლი ისეთ ადგილზეა, რომ ტექნიკა ვერ უდგება და ცოცხალი ძალით მიდის ცეცხლის ქრობის სამუშაოები. დასახლებულ პუნქტებს ამ ეტაპზე არაფერი საფრთხე არ ემუქრება, ცეცხლი მოშორებითაა“, – განაცხადა მესტიის გამგებელმა.