მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში, მთის ფერდობზე ხანძარი ლოკალიზებულია.
ამ დროისთვის შეიმჩნევა დაკვამლიანება და მეხანძრე-მაშველები სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, დილიდან ვერტმფრენი იყო ჩართული. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის განცხადებით, ლატალში ხანძარი გუშინ ღამით მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.