მესტიის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გადაადგილების პარალიზება გამოიწვია
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა, რამაც საავტომობილო გადაადგილების სრული პარალიზება გამოიწვია.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა მძიმე ტექნიკის გამოყენებით ვერ მოხერხდა. ადგილზე იმყოფებიან დამნაღმველები და შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები, მიმდინარეობს ჩამოსული კლდის მასივის ასაფეთქებლად მომზადება, რის შემდეგაც გზის გაწმენდა შესაძლებელი გახდება.
აღნიშნული სამუშაო პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. პეციალისტები იმედოვნებენ, რომ საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა უახლოეს საათებში მოხერხდება“, – აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.