რა ვითარებაა შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა [ვიდეო]

საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც გუშინ კლდის მასა ჩამოიშალა. ამ დროისთვის მონასტრის მარჯვენა მხარეს ჩამოშლილი მასის გატანის სამუშაოები ხორციელდება.

პარალელურად, გეოლოგები კვლევით სამუშაოებს ატარებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, შიომღვიმის მონასტრის ჩრდილოეთით, ფერდობზე მოხდა სხვადასხვა შემადგენლობის მასის (ქვიშა-ქვები, კონგლომერატები) მყისიერი ჩამოშლა, ჩამოშლილი მასა განიტვირთა მიმდებარედ არსებულ ხევში და ამ ეტაპზე საფრთხე მინიმალურია.

არსებული ინფორმაციით, საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.