მესტიაში დაკარგული უკრაინელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.
თეთნულდის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ტურისტი თეთნულდზე, თოვლის საფარის ქვეშ ნახეს.
გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზაზე გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, თეთნულდზე გუშინ ზვავი ჩამოწვა, საიდანაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ჩეხი ტურისტი უვნებლად ამოიყვანეს.
ზვავში სხვა პირის შესაძლო მოყოლაზე ინფორმაცია ტურისტების მიერ არ დასტურდებოდა, თუმცა მესტიის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოჩნდა მოთხილამურის სრული აღჭურვილობა, მათ შორის ჯიპიეს მოწყობილობა, რომელიც უკრაინელ ტურისტს ეკუთვნოდა.
აქედან გამომდინარე, სამაშველო სამსახურმა უკრაინელი ტურისტის ძებნა დაიწყო.