მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ეროვნული დრამატურგიის VII თეატრალური ფესტივალი“ გაიხსნა
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში „ეროვნული დრამატურგიის VII თეატრალური ფესტივალი“ გაიხსნა. ფესტივალი „თავისუფალმა თეატრმა“ გახსნა სპექტაკლით – „მხოლოდ ხუთი დღე“.
სპექტაკლი ირაკლი სოლომანაშვილის პიესის მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, თომა ათანელიშვილმა დადგა.
როგორც მესხეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლია სულუაშვილმა აღნიშნა, ფესტივალის მთავარი მიზანია, მაყურებლისთვის დიდი ზეიმი ეჩუქებინათ.
„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენი მაყურებელი, არა მარტო საქართველოს სხვადასხვა თეატრის, არამედ საზღვაგრეთიდან ჩამოსული დასების სპექტაკლებს იხილავს“, – განაცხადა სულუაშვილმა.
ფესტივალი 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მასში მონაწილეობს 21 თეატრალური დასი საქართველოდან და უცხოეთიდან. ფესტივალს 2 ივნისს დახურავს მესხეთის დრამატული თეატრი. მესხეთის თეატრში „ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი“ უკვე მეშვიდედ ტარდება.