მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ენას შეისწავლიან
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით, მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელ კურსს იწყებს.
პროექტის ფარგლებში, პენიტენციური დაწესებულების სატელევიზიო სიხშირეზე ტელესკოლის ქართული ენის ვიდეოგაკვეთილები გავა. სასწავლო კურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტის ფარგლებში, სპეციალურად ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის მომზადდა. აღნიშნულ მასალებზე წვდომა კი, ყველა დაინტერესებულ მსჯავრდებულს ექნება.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფო ენა შეისწავლონ.