მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ - დარწმუნებული ვარ, მარტვილის მოსახლეობა ნდობას გამომიცხადებს
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა დარწმუნებულია, რომ მარტვილის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს და ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს.
გრიგალავამ საკუთარი არჩევანი მარტვილის 65-ე ოლქის 21-ე უბანზე, ნაგვაზაოში მისცა.
„დარწმუნებული ვარ, მარტვილის მოსახლეობა ნდობას გამომიცხადებს და უმრავლესობა მხარს დამიჭერს. ხმა მივეცი ქვეყნის კეთილდღეობას, განვითარებასა და მშვიდობას”,- განაცხადა გრიგალავამ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მეორე ტურზე უარის თქმა ერთგვარი ფანდია და მათი ხმები, რასაც დღეს მიიღებენ, გრიგალავას თქმით, მათი რეალური ხმები იქნება.
თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურები ტარდება.