მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას მხარი დაუჭირა
ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას მხარი დაუჭირა.
„როიტერის“ ინფორმაციით, კავშირის კენჭისყრის შედეგმა ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერობის მეოთხე ვადას კიდევ უფრო დაუახლოვა.
ბერლინში ქრისტიან-დემოკრატების კავშირის კონფერენცია მერკელის ინიციატივების შემდეგ გაიმართა. ახალი წინადადებები მინისტრთა კაბინეტის გაახალგაზრდავებას უკავშირდება. ასევე, დასრულებულია უთანხმოება საკითხზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის ზრდა.