მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას მხარი დაუჭირა
მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას მხარი დაუჭირა

ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა სოციალ-დემოკრატებთან კოალიციას მხარი დაუჭირა.

„როიტერის“ ინფორმაციით, კავშირის კენჭისყრის შედეგმა ანგელა მერკელი გერმანიის კანცლერობის მეოთხე ვადას კიდევ უფრო დაუახლოვა.

ბერლინში ქრისტიან-დემოკრატების კავშირის კონფერენცია მერკელის ინიციატივების შემდეგ გაიმართა. ახალი წინადადებები მინისტრთა კაბინეტის გაახალგაზრდავებას უკავშირდება. ასევე, დასრულებულია უთანხმოება საკითხზე, თუ როგორ უნდა შეჩერდეს ულტრამემარჯვენე პარტია  „ალტერნატივა გერმანიისთვის“ რეიტინგის ზრდა.