გიორგი მერებაშვილმა სეზონი გოლითა და წაგებით დაიწყო. პოლონეთის ახალი საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში ქართველის გუნდმა, პლოცკის „ვისლამ“ ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) გასული სეზონის ბრინჯაოსმედალოსანი პოზნანის „ლეხი“ მიიღო და დამარცხდა.
მერებაშვილმა გასული სეზონი ტრავმის გამო ვერ დაასრულა და ზაფხული მკურნალობასა და რეაბილიტაციას მოანდომა, მაგრამ სეზონის სტარტს გამოჯანმრთელებული დახვდა.
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი „ვისლას“ ფორმით შეცვლაზე, 58-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „ვისლა“ 0:1-ს აგებდა. გიორგიმ ანგარიში 77-ე წუთზე გაათანაბრა, მაგრამ პლოცკელებმა 89-ე წუთზე მეორე ბურთიც გაუშვეს და მაინც დამარცხდნენ 1:2.