მერებაშვილის გუნდმა ბოლო შანსით ვერ ისარგებლა
მერებაშვილის გუნდმა ბოლო შანსით ვერ ისარგებლა

პლოცკის „ვისლა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე ვროცლავის „სლასკი“ მიიღო, ზეზიდედ მესამედ დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი მერებაშვილის გუნმა საჩემპიონო ჯგუფში მოხვედრის შანსი დაკარგა.

პოლონეთის „ექსტრაკლასას“ 29-ე ტურის ეს მატჩი პლოცკში გაიმართა და „ვისლასთავის“ საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრის ერთ-ერთი ბოლო შანსი იყო. მასპინძლებმა მატჩი კარგად დაიწყეს და 37-ე წუთზე დამიან მიხალსკის გოლით დაწინაურდნენ. მაგრამ 71-ე წუთზე ვროცლაველებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო 86-ე წუთზე გადამწყვეტი გოლიც გაიტანეს და 1:2 მოიგეს.

გიორგი მერებაშვილი ამჯერად „ვისლას“ ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა – გამოცდილი შემტევი მოედანზე 78-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო.

„ვისლამ“ ამ წაგებით საჩემპიონო ფინალურ რვა გუნდში თამაშის თეორიული შანსიც დაკარგა – 29 ტურის შემდეგ 37 ქულით ბოლო რვა გუნდში დარჩა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.