თბილისში, მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა. საგანმანათლებლო პროგრამები და ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყო.
უკვე გაიმართა კონცერტი, მოგვიანებით კი სტუმრების შეეძლებათ დაესწრონ პოეზიის საღამოსა და დოკუმენტური ფილმის „წამებული“ ჩვენებას, რომელშიც მერაბ კოსტავას ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი.
ღონისძიებებში სხვადასხვა სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. სახლ-მუზეუმის ეზოში პატრიოტულ თემატიკაზე მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებია გამოფენილი.
ღონისძიება მერაბ კოსტავას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.