ბათუმის 11-12 მარტის აქციების ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ უკვე დატოვეს საპყრობილე.
„პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ შეისწავლა მათი საქმე და გუშინ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.
ჩხვირკიამ და ღოღობერიძემ უკვე დატოვეს საპატიმრო“, – განუცხადა პირველ არხს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავაძემ.
ღოღობერიძეს და ჩხვირკიას ბათუმის 2017 წლის 11-12 მარტის აქციების ორგანიზების ბრალდებით ერთი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდათ.