ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება

16:39, 06.03.2018

ბათუმში ჯგუფური ამბოხების ორგანიზებაში ბრალდებულებმა ირაკლი ჩხვირკიამ და მერაბ ღოღობერიძემ საპატიმრო დატოვეს.

ისინი ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდნენ.

ადვოკატ პაატა შავაძის თქმით, გადაწყვეტილება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ მიიღო, თუმცა საქმე სააპელაციო სასამართლოში ისევ გრძელდება.

მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე უდანაშაულოდ ცნობას, ბრალდება კი მუხლის დამძიმებას ითხოვს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სააპელაციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

მსგავსი