ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკვიას განაჩენი დღეს გამოცხადდება
ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკვიას განაჩენი დღეს გამოცხადდება

ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკვიას განაჩენს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს 10:30 საათზე გამოაცხადებს.

ჩხვირკვიასა და ღოღობერიძეს მასობრივი არეულობის ორგანიზება ედებათ ბრალად.

საქმეზე სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლემ ბრალდებულთა საბოლოო სიტყვები მოისმინა.

როგორც პირველ არხს მერაბ ღოღობერიძის ადვოკატმა პაატა შავიძემ განუცხადა, ის გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

„მე გამამართლებელ განაჩენს ველოდები, ბრალი, რომელიც ჯგუფური არეულობის ორგანიზებას გულისხმობს, არის ძალიან მძიმე და არ შეესაბამება ბრალდებულთა ქმედებებს“, – განაცხადა პაატა შავაძემ.

მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკვია ბრალს არ აღიარებენ. ორივე მათგანი ჯგუფური არეულობის ორგანიზების ბრალდებით აპრილში დააკავეს. საქმის განხილვა თითქმის 9 თვეს გაგრძელდა. დაიკითხა რამდენიმე ათეული მოწმე.